ტრენინგი - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანია, მსმენელს აუხსნას მარკეტინგული კომუნიკაციების ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე - მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგული ქვედისციპლინების მნიშვნელობას, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების თანამედროვე მიდგომებს.

კურსი ავითარებს კომუნიკაციების დაგეგმვისა და მართვის ძირითად უნარ-ჩვევებს იმისთვის, რომ ბრენდი/კომპანია იყოს წარმატებული კონკურენტულ ბაზარზე და გაზარდოს შემოსავლები მომხმარებელთა კმაყოფილების შექმნის საფუძველზე.

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის სფეროში მოღვაწე დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც აქვთ ურთიერთობა მომხმარებელთან, აინტერესებთ ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება, ან, უბრალოდ, ზრუნავენ ხარისხსა და შემოსავლების გაზრდაზე.

ტრენინგის თემატიკა:

** მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა; მარკეტინგული გარემო;
** მომგებიანი ურთიერთობების მართვა;
** სტრატეგიული კომუნიკაციების ხელოვნება;
** პრეზენტაციის უნარები და მედიასთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
** ბრენდინგი;
** Storytelling;
** იდეის უნიკალურობა და საზოგადოების დარწმუნება;
** სოციალური აქტივობები და მათი მნიშვნელობა;
** Goodvertising

ტრენერები:

ნინა პერტენავა

** სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი. ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე მოსკოვის რეპუტაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმიჯმეიკერის დიპლომს.
** თოთხმეტწლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. მუშაობდა აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან PR სააგენტო Jackson Spalding -ში (ატლანტა).
** კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: "ჯონსონი და ჯონსონი", "იოლი ჯგუფი", USAID და ა.შ.
** გავლილი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ტრეინინგ-კურსები და მასტერკლასები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. იგი არის არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.

ხატია (ლილი) ალფაიძე:

** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. საგანმანათლებლო და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
** დაამთავრა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა და კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა.  არის ამსტერდამისა და ინდოეთის  უნივერსიტეტების პროგრამების კურსდამთავრებული.
** იყო "მედიანიუსისა" და რადიო "კომერსანტის" ჟურნალისტი  2006 - 2008 წწ.
"კავკასიის უნივერსიტეტის" პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერი - 2008-2012
** პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" პრომოუშენ მენეჯერი - 2012-2015
** კომპანია "სუფთა სამყაროს" პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2015-2017
2017 წლიდან კი დააფუძნა საკუთარი კომპანია "კატიანი და მეგობრები", რომელიც შინაური ცხოველების ყოლის პოპულარიზაციას ეწევა და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას აწარმოებს ცხოველების მოყვარულებისა და მათი მეგობრებისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 4 თებერვალი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 3 თებერვალი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00-21:00 ან კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი: 19:00-22:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში. 

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, თბილისი 0131
ტელ.: 2 59 50 05/06 (120)
მობ.: (+995) 558 000 518
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე