მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას - მძღოლის პოზიციაზე თბილისში, გვესაჭიროება როგორც C კატეგორიის, ისე E კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლები:

ძირითადი მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** С და/ან E კატეგორიის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის გადატანა დანიშნულების ადგილზე;
** მითითებების შესრულება;
** თავაზიანი ურთიერთობა კოლეგებთან და მომხმარებლებთან;
** ავტომანქანის გამართულობის კონტროლი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პატიოსნება.

სამუშაო: სრული სამუშაო განაკვეთი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მძღოლი თბილისში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11 თებერვლამდე, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე