დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის - დარბაზის გამფორმებლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში არსებული დახლების და წარმოჩენილი პროდუქტების გაფორმება;
** სარეკლამო მასალების სტილის შემუშავება/დაცვა;
** ახალი პროდუქტისთვის შესაბამისი შეფუთვის/გაფორმების შემუშავება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქტების/ბრენდების გამოყოფა/წარმოჩენა გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** სავაჭრო მარკეტინგული აქტივობებში ჩართულობა;
** სავაჭრო დარბაზში სარეკლამო მასალების განთავსების უზრუნველყოფა/მომარაგება;
** სხვა მარკეტინგული საქმიანობის შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Illustrator, Corel Draw)
** შემოქმედებითი და შრომისმოყვარე

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** კანდიდატებისათვის, რომლებიც გადალახავენ პირველ ეტაპს, წერითი დავალების მიცემა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურსა და მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
** საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "დიზაინერი - დარბაზის გამფორმებელი".

განაცხადის შემოტანის ვადა 30 იანვარი 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე