Front-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას Front-end დეველოპერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს ძირითადად კომპანიის ვებ პროდუქტების განვითარებაზე.

Lemondo დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის (TKT.GE, SAQME.GE, Domenebi.ge...), ასევე მსოფლიო ბაზრისთვის (მობილური აპლიკაციები, მობილური თამაშები, PS4 და ნინტენდო პლატფორმის თამაშები..).

სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრულ გუნდში ვეძებთ Front-end დეველოპერს შემდეგი უნარებით:

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ-აპლიკაციების (Front-end) შექმნა/განვითარება
** ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** Front-End დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილება
** Html, css, javascript, jquery, bootstrap მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია): ReactJs, Sass

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 სთ დან 19:00 სთ-მდე შაბათ-კვირის გარდა)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს, რომლებთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com. "Subject"-ად მიუთითეთ "Front-end Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე