მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 24 იან
სს "ტერაბანკი" თბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე (პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას).

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

სამუშაო ლოკაციები: ღუდუშაურის საავადმყოფო, სასტუმრო "ბილტმორი", სასტუმრო "მერიოტი";

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბაკო საქმის ან ფინანსების განხრით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 24 იანვარი , 18:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე