რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეალტორი
მომწოდებელი: Realtors.ge
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
ქართულ-ჰოლანდიური უძრავი ქონების სააგენტო "www.realtors.ge" ეძებს გუნდის ახალ წევრს.

ვაცხადებთ ვაკანსიას რეალტორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** არსებული კლიენტების საჭიროებებზე რეაგირება და მათი დახმარება;
** ახალ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გამოვლენა, შესაფერისი უძრავი ქონებების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მიღწევაში და კონტრაქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან ვიზიტი, უძრავი ქონების სურათების გადაღება და დეტალური აღწერა;
** განცხადების განთავსება შიდა ბაზაში და კომპანიის საიტზე.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

ოფისი: ვაკე, ფალიაშვილის ქ. 38
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსები თითოეული გაყიდვიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@realtors.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ: "რეალტორის ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე