ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
კომპანია "კლინტექ"-ი (ჰიგიენური პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი-ექსპორტი) არის Diversey, Kimberly Clark, Ermop და ა.შ. ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.cleantech.ge

შპს "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა, დაარქივება, აღრიცხვა და კონტროლი;
** შეხვედრების ორგანიზება და სტუმრების მიღება-გამასპინძლება, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** პროექტების მართვის სისტემაში მუშაობა;
** ოფისისთვის აუცილებელი ნივთებით მომარაგების მიღება/კონტროლი;
** დირექტორის ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** დისციპლინირებულობა;
** მსგავს პოზიციაზე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
სამუშაო ადგილი: ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა.
ანაზღაურება: 700 ლარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე