ტენდერი ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე - ზუგდიდი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე - ზუგდიდი
მომწოდებელი: მარმაქს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
ტენდერი # 01/19 - 01: ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები

შესყიდვის ობიექტი: მომსახურების გაწევის ადგილი, ქ. ზუგდიდი; მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტი. საკადასტრო კოდი: 43.31.49.526
სატენდერო მომსახურების ობიექტი: მშენებარე 5 სართულიანი კორპუსის ფასადის მოპირკეთება პროექტში გათვალისწინებული მეთოდისა და მასალების საშუალებით.

ტენდერში მონაწილობისთვის წარმოასადგენი დოკუმენტაცია:

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** კომპანიის მიმოხილვა;
** ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** საბანკო რეკვიზიტები;
** უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
** კომპანიის კლიენტების სია;
** განხორციელებული პროექტების პორტფოლიო ან ობიექტების ნუსხა;
** კომპანიის სერთიფიკატები (სეთის არსებობის შემთხვევაში);
** საკონტაქტო პირის ინფორმაცია;

სატენდერო დოკუმენტაცია:

** ხარჯთაღრიცხვის ფორმა, მოწოდებული უნდა იყოს მოცემულ ბმულზე https://drive.google.com/open?id=1rkt4pIUkMhXy_cSbOT-PqMckhCvJ3ftO განთავსებული შევსებული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის სახით.
** მომსახურების ფასები გადასახადების გარეშე.
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ფასები მოცემული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;

სატენდერო ობიექტის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი შემდეგ ბმულზე https://drive.google.com/open?id=117NE3K5h1KKKa8Bf3xc32cp3Uu9eecIf

აუცილებელია კონკრეტულ მომსახურებაზე გაწერილი მოცულობის სამუშაოთა შესრულების გრაფიკის შედგენა და მოწოდება სხვა ყველა დოკუმენტთან ერთად;

ზოგადი პირობები: პრეტენდენტი კომპანიის მიერ ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან დაბეჭდილი დოკუმენტების სახით, ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ოფისის მისამართზე. დაბეჭდილი დოკუმენტების მოწოდების შემთხვევაში გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული დოკუმენტაცია ადრესატამდე დალუქული კონვერტის სახით უნდა მივიდეს.

პირველ ეტაპზე დაიგეგმება შერჩეულ პრეტენდენტებთან შეხვედრა და პირისპირ გასაუბრება, ასევე განიხილება სახელშეკრულებო ნაწილი და ხელშეკრულების ზოგადი და კონკრეტული პირობები. მეორე ეტაპზე მოხდება შერჩეული პრეტენდენტი კომპანიის დაკონტრაქტება.
ელექტრონულ ფოსტაზე დოკუმენტაციის მოწოდების შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ „subject” -ში მიუთითოთ მომსახურების დასახელება და ტენდერის ნომერი.

ელექტრონული განაცხადები მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: tenders@marmax.ge

ბეჭდური სახით განაცხადები, დალუქულ კონვერტით მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სოფრომ მგალობლიშვილის #13; საფოსტო ინდექსი 0160.

ორივე შემთხვევაში აუცილებელია მითითებული იყოს სატენდეროდ გამოცხადებული მომსახურების შინაარსი და ტენდერის ნომერი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე