ფოტოგრაფი, ოფის მენეჯერი, დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფოტოგრაფი, ოფის მენეჯერი, დიზაინერი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
ავეჯის საწარმო "ბ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ინტერიერის ფოტოგრაფი

მოვალეობები:

** შემკვეთებთან დაკავშირება და ვიზიტის დაგეგმვა
** მისამართებზე წასვლა და ჩვენ მიერ დამზადებული ავეჯისთვის ფოტოების გადაღება.
** ფოტოების დამუშავება

აუცილებელი მოთხოვნები:

** 12-14 მმ ლინზა და არა "fisheye"
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა
** მინიმუმ 4 პროექტის გადაღება 1 დღის განმავლობაში

ანაზღაურება: 1 ობიექტი 20 ლარი, ამ ეტაპზე გადასაღებია მინიმუმ 40 ობიექტი.
გრაფიკი: თავისუფალი

2. ოფის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე 10-დან 19 საათამდე, დასვენება სამშაბათი ან ოთხშაბათი
ხელფასი: ფიქსირებული 500 ლარი.
ბონუსი: ყოველ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე 15 ლარი (გეგმა მინიმუმ 20 ხელშეკრულება თვეში)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** საოფისე ტექნიკურ მოწყობილობების მოხმარების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel, PowerPoint,
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა
** სქესი: მდედრობითი.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტროლი გაუწიოს და ხელი შეუწყოს ოფისის გამართულ მუშაობას;
** კომპანიის დოკუმენტაციის (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები) დამუშავება, კორექტირება და დაარქივება;
** ოფისში შემოსული სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** Facebook-კომენტარებზე და წერილებზე პასუხი.
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება;
** ხელმძღვანელისთვის ანგარიშგების მიწოდება;
** პოტენციურ შემკვეთებთან ურთიერთობა;
** ყოველდღიური დავალებების შესრულება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

** პრეზენტაბელური
** პუნქტუალური
** ლოიალური
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აქტიური და მოტივირებული
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიტუაციის სწრაფად შეფასების და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი.

3. დიზაინერი

მოთხოვნები:

** ნებისმიერ გრაფიკულ პროგრამასთან (ArchiCad Autocad, 3d Max, Pro100 ან სხვა მსგავსი) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მომხმარებლის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება.
** ავეჯის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან
** წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა ადგილზე
** მყიდველების კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში
** ორიენტირებულობა რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** ასაკი: 24 - 35
** სქესი: ნებისმიერი

ანაზღაურება: 300 - 1800 ლარი გამომუშავებით
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 555 707-200 ან 0322 040-200
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე