IoT სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IoT სტაჟიორი
მომწოდებელი: Nexy Tech
გამოქვეყნდა: 9 იან / განახლდა: 9 იან / ბოლო ვადა: 1 თებ
UGT GROUP-ში შემავალი კომპანია "Nexy Tech" ეძებს ინიციატივიან, სიახლეების ძიებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას IoT (Internet of Things) სტაჟიორის პოზიციაზე.

დამატებით ინფორმაციას IoT-ის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ, შემდეგ ბმულებზე:

http://steves-internet-guide.com/internet-of-things
http://youtube.com/watch?v=QSIPNhOiMoE

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** დარგის და კონკრეტული პოტენციური კლიენტის ბიზნეს და ტექნოლოგიური პროცესებში გარკვევის მიზნით ონლაინ და სხვა მასალების მოძიება, ** დარგის ექსპერტებისგან ინფორმაციის მიღება
** მწარმოებლების მოძიება ინტერნეტში, გამოფენებზე დასწრებით და დარგის ექსპერტებთან გასაუბრებით.
** მწარმოებლებთან ურთიერთების დამყარება, მათგან პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება - მათ შორის პროდუქტის პარამეტრების და ფასების.
** პროდუქტების დანერგვისგან პოტენციური ეკონომიკური ან არამატერიალური ( საიმიჯო) სარგებელის გამოვლენა (მათ შორის ეკონომიკური დასაბუთების მომზადება).
** ჩვენი კომპანიის ბიზნეს მენეჯერებსა და ტექნოლოგიურ ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის საფუძვლების ცოდნა - ბაზრის ანალიზის, მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის და პროდუქტის შემუშავების საფუძვლების ფლობა
** IT, ქსელური და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
** სხვადსხვა დარგის ბიზნეს და ტექნოლოგიური პროცესებში გარკვევის სურვილი და უნარი
** ინგლისურ ენაზე ზეპირი და ელექტრონული ფოსტით თავისუფალი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კარგი ანალიტიკური, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე ugtgrouphr@ugt.ge არაუგვიანეს 1 თებერვლისა. სათაურის ველში მიუთითეთ "IoT სტაჟიორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე