საამქროს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საამქროს უფროსი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას საამქროს უფროსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი;
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქცია-მოვალეობებისა და დავალებების სწორად განაწილება;
** საწარმოო პროცესების სწორად დაგეგმვა/მართვა;
** საამქროში მიმდინარე სამუშაოებისა და პროცესების კონტროლი;
** დანადგარების ტექნიკური გამართულობის და სანიტარული მდგომარეობის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** HACCP და ISO შესაბამისად სტანდარტების დაცვა, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება;
** ნედლეულის, შესაფუთი და დამხმარე მასალების მარაგების კონტროლი და ხარჯვის აღრიცხვა.

მოთხოვნები:

** ​განათლება: უმაღლესი
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 10 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საამქროს უფროსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე