საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დიზაინ სითი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 31 იან
შპს "დიზაინ სითი ჯორჯია" (ინტერიერისა და ექსტერიერის საპროექტო მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** კორპორატიული კლიენტებისათვის პროექტის მასალების შერჩევა და ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint)
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: office@designcity.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2019 წლის 31 იანვრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე