შემომყვანი ტურების მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შემომყვანი ტურების მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Easy Travel Agency
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
ტურისტული კომპანია "იზი თრეველ ეჯენსი" აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განათლება ტურიზმის მართვის ან მომიჯნავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
** შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი
გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;

უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი (კვალიფიკაციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე) + 30 %-მდე ბონუსი .

გთხოვთ, CV/რეზიუმე გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: hr@easytravel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (შემომყვანი ტურების მიმართულების ხელმძღვანელი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე