გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 18 იან
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აცხადებს პროექტის "ბიზნესის ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორის ვაკანსიას.

სიდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურ რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობით, სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

2017-2020 წლებში სიდას საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება;
** ადამიანის უფლებები;
** კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა;
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება;
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება;
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება.

2018 წლის ნოემბერში სიდამ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი, ლიდერობა საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის (Leadership for Sustainable Development in Georgia), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში.
პროექტის ხანგრძლივობა - 30 თვე.

გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორის მოვალეობები მოიცავს:

** პროექტის გარემოს დაცვის მიმართულების ეფექტური მართვა - პროექტის მენეჯერთან ერთად, აქტივობების დაგეგმვა და ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, რათა მიღწეული იყოს პროექტის მიზნები;
** გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიების სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია;
** კომპანიებისთვის ტრენინგის ჩატარება ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვის სხვა საკითხებზე;
** კონფერენციების, თემატური დისკუსიების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ბიზნესის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
** კომპანიების მენტორინგი ნარჩენების მართვის საკითხებზე;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, პროექტის გარემოს დაცვის მიმართულების ეფექტური კომუნიკაცია ვებ-გვერდის, სოციალური მედიის, ბლოგის და სხვა მედია საშუალებების მეშვეობით;
** კვლევების და გამოკითხვების წარმოების უზრუნველყოფა, საქართველოში, ბიზნესის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მიმართულებით;
** კომპანიებისთვის სახელმძღვანელოს და რეკომენდაციების შემუშავება გარემოს დაცვის სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხზე;
** პროექტის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება პროექტის ხელმძღვანელთან;
** ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია გარემოს დაცვის საკითხებზე ბიზნეს სექტორში საქართველოში და საქართველოს გარეთ;
** საჭიროებისამებრ, სიდას სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა.

გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი გარემოს დაცვის მენეჯმენტის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების, ეკოლოგიის, ან მომიჯნავე სპეციალობებით;
** გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის და მომიჯნავე თემებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს-სექტორთან და მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** სასურველია, კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტების ცოდნა;
** კანდიდატი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
** სასურველია დამატებით რუსული, ფრანგული, ესპანური, ან რომელიმე სხვა უცხო ენის ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ინოვაციური ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

** CV, ორი რეკომენდატორის მითითებით, ინგლისურ ენაზე
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც აღწერილი იქნება კანდიდატის ხედვა საქართველოში, გარემოს დაცვის მიმართულებით კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებასთან დაკავშირებით
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (IELTS, TOEFL, ან ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამის სერტიფიკატი - C1 /დიპლომი).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 18 იანვარი.

საბუთები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: pr@cida.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე