ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
კომპანია "მიფასი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია 20 წელი მოღვაწეობს ბაზარზე მუსიკალური ინსტრუმენტების, პროფესიონალური, სასცენო აუდიო აპარატურის და განათების სფეროში და არის ლიდერი თავის სეგმენტში.

კომპანიას აქვს საცალო და კორპორატიული გაყიდვები. ჩვენი კორპორატიული კლიენტები შესაძლებელია იყვნენ ნებისმიერი სფეროდან, მაგალითად სამარკეტო ქსელები, სახელმწიფო დაწესებულებები, კაფე-ბარები, კლუბები, თეატრები, სასტუმროები, კინოთეატრები საგანმანათლებლო დაწესებულებები და ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც ესაჭიროება პროფესიონალური გახმოვანება-განათების აპარატურა.

"მიფასის" აქვს განხორციელებული უამრავი მსხვილი პროექტი როგორებიცაა მაგალითად დინამოს სტადიონის, "Hard Rock Cafe"-ის, სასტუმრო "Paragraph"-ის გახმოვანება, ბათუმის დრამატული თეატრის სრული გახმოვანება, სასტუმრო "Monograph", სასტუმრო "Adamo"-ს სრული გახმოვანება და სხვა მრავალი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტვირთების სატრანსპორტო გადაზიდვისა და განბაჟების უზრუნველყოფა;
** განბაჟების ბროკერთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** დადგენილ ვადებში ტვირთის განბაჟებისა და ჩამოტვირთვის კონტროლი;
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა
** ტრანსპორტირებისა და განბაჟების პროცესის საჭირო დოკუმენტებით უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: david.d@mifasi.ge და საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე