გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: All Fresh
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"ოლფრეშ" - სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ჰაერის არომატიზატორების დისტრიბუციას, კომერციული და არაკომერციული ფართების გასურნელებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, საჭიროა:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია კორპორატიულ გაყიდვებში
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მოქნილობა, სითამამე, კოლეგიალურობა, ანალიზის უნარი, ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
** შეხვედრებისა დაგეგმვა
** პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება
** პროდუქტის შეთავაზება
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება

სამუშაოს ტიპი: სრული/არასრული განაკვეთი

შრომის ანაზღაურება/ბენეფიტი:

** ფიქსირებული ხელფასი
** ბონუსები
** მობილური ტელეფონის ლიმიტი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@allfresh.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე