სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:  

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვების პროცედურის კონტროლი;
** მომწოდებლებთან  მოლაპარაკებების წარმოება;
** მიღება-ჩაბარებების წარმოება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე