კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივ მომწოდებლებთან;
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ახალი მომწოდებლების მოზიდვასა და მოლაპარაკებების წარმოებაში თანამონაწილეობა კატეგორიის მენეჯერებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
** საფასო პოლიტიკის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; კონკურენტების ფასების კონტროლში მონაწილეობა;
** სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** საქონლის კატეგორიების მატრიცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
** უცხო ენების ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგად ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე