დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 23 იან
"UGT Group" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

თანაშემწის მთავარი ფუნქციაა კომპანიის დირექტორის პროდუქტიულობის ხელშეწყობა ადმინისტრაციული საქმიანობისა და მისი სხვა დავალებების შესრულების გზით. თანაშემწის აქტივობები ძირითადში წარიმართება ( თუმცა არ შემოიფარგლება ) ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: სამდივნო, საკანცელარიო, საორგანიზაციო, მარკეტინგული თუ საბუღალტრო საქმიანობები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** მივლინებების ორგანიზება;
** საქმიანი მიმოწერა და დოკუმენტების თარგმნა;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** დოკუმენტებისა და მასალების მომზადება;
** ინტერნეტსა და სოც-ქსელებში ინფორმაციის მოძიება;
** პირველადი კომუნიკაცია კომპანიის პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან;
** კომპანიის შემავალი-გამავალი წერილებისა თუ სხვა კორესპოდენციის წარმართვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გამზადება, დეკლარაციების შედგენა და ინფორმაციულ სისტემაში ატვირთვა;
** სხვა თხოვნა/მითითებების შესრულება.

ცოდნა:

** ქართული და ინგლისური ენები ( როგორც ვერბალურად, ისე წერილობით ). ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Windows, Word, Excel, PowerPoint, Outlook);

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** საზრიანობა და მოხერხებულობა;
** კეთილსინდისიერება და სანდოობა.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV, რეკომენდაციები, სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) ugtgrouphr@ugt.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე