საცალო გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 9 იან / განახლდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: საცალო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
კარიერული ზრდის პერსპექტივა: მაქსიმუმ 6 თვეში შესაძლებელია თანამშრომელი დაწინაურდეს კარიერული კიბის მომდევნო საფეხურზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
შრომის ანაზღაურება: ფიქრისებული ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსები
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებით)

რატომ ირაოს გაყიდვების გუნდი? - აქ:

** კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
** ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
** განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალურობა საკადრისად ფასობს;
** ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტიც).
** გაყიდვების პრინციპების თეორიული ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

ასევე, სამუშაოს ნაყოფიერად შესრულებაში აუცილებელად დაგეხმარებათ:

** გამბედაობა;
** მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა;
** სხარტი აზროვნება;
** მოქნილობა;
** დაძაბულ ტემპში მუშაობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა;
** ანალიზის უნარი.

ჩვენთან, საცალო გაყიდვების აგენტი შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 თებერვალი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეტაპობრივი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე