გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Enviroserve Caucasus
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"Enviroserve Caucasus LLC" - ელექტრონული ნარჩენების გადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების აქტიური მოძიება.
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა);
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** მიზნის მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად წინადადებების ინიცირება და ორგანიზება;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (2 წელი) გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა სამუშაოს მიმართ;
** გაყიდვების სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება: 650 ლარი +(ბონუსი)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ქართულად ან ინგლისურად გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: diana@enviroserve.ae
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე