ტენდერი ლოგოს შექმნაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ლოგოს შექმნაზე
მომწოდებელი: საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 22 იან
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია აცხადებს კონკურსს, 17 წლამდე გოგონათა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ლოგოს შექმნაზე. 2019 წლის 3-11 აგვისტოს, საქართველო, თბილისი, უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 ახალგაზრდული ნაკრები:

** ბულგარეთი
** საბერძნეთი
** შვეიცარია
** ფარერის კუნძულები
** ლატვია
** უკრაინა
** ფინეთი
** ლიეტუვა
** სერბეთი
** საქართველო

კონკურსის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ლოგოს შექმნის გამოცდილება (გრაფიკოსი, მხატვარი, დიზაინერი).
** კონკურსის თემა უნდა იყოს ერთის მხრივ, ქალთა ხელბურთი, მეორეს მხრივ - საქართველო (მინიმალისტური სიმბოლო)
** ლოგოს ესკიზი უნდა იძლეოდეს საშუალებას სამომავლოდ, გამოყენებული იქნას მედლებსა, თასსა, ატრიბუტიკასა და სუვენირებზე.
** საქართველოს ხელბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება გამარჯვებულ ლოგოს გამოყენებაზე.
** ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა).

ლოგო შექმნისას გაითვალისწინეთ:

** ჩემპიონატთან შესაბამისი ორენოვანი წარწერა - ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 2019. თბილისი, საქართველო / Women`s 17 EHF Championship 2019. Tbilisi, Georgia (შესაძლებელია გამოიგზავნოს ორ ვარიანტად, ცალ-ცალკე ინგლისური და ქართული წარწერებით)
** უნდა იყოს ადვილად აღქმადი
** უნდა იყოს ორიგინალური დიზაინის
** უნდა იყოს მარტივი და უნიკალური

გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

** ვიზუალური მხარე;
** კონცეფცია.
** ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა - 22 იანვარი
გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 500 ლარის ოდენობით.

საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Marketing@geohandball.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "Logo".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599302602

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე