სასერტიფიკატო პროგრამა - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 იან / განახლდა: 16 იან / ბოლო ვადა: 29 იან
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას: "სასტუმროს საქმის მენეჯმენტი".

პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს სასტუმროს მართვისა და ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და შესძინოს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამის მსველობისას განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით.
პროგრამის შესწავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა უკეთ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, პრობლემების გადაჭრა და დასახული ამოცანების შესრულება.

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

მოდული #1. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

მოდულის მიზანია მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
** განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
** სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
** სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
** სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
** ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
** სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ-ოფისი;
** დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
** ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
** სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
** პრობლემური სიტუაციები და მათი მოგვარება;
** სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
** სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).

ტრენერი: დავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების და დასუფთავების დეპარტამენტების მენეჯერი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #2 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.

ტრენერი: ოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" (თბილისი)
ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

მოდული #3. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი

ტრენინგის მიზანი:

დამსწრე აუდიტორიას ჩამოუყალიბდეს/გაუღრმავდეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა HR მენეჯმენტის მიდგომების შესახებ, რადგან მათ უფრო ფართო ჭრილში შეძლონ აღქმა და დანერგვა იმ HR-ული სისტემების, რომლებიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში და თანამშრომლებისათვის ჯანსაღი, სამართლიანი და პროგრესული გარემოს ჩამოყალიბებაში.

მოდულის თემატიკა:

** HR მენეჯმენტი (კლასიკური და თანამედროვე მიდგომები);
** HR ბიზნეს პარტნიორი;
** ორგანოზაციული კულტურა, კომუნიკაცია;
** ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა, შერჩევა, ადაპტაცია და შენარჩუნება;
** ორგანიზაციული ცვლილების ტიპები;
** ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების დროს;
** სტრესის მართვა;
** კომპენსაციის მოდელები, სწავლება და განვითარება;
** სამოტივაციო სისტემები, შეფასება და დაჯიდოვება;
** ფინალური გასვლითი ლექცია სასტუმრო "Holiday Inn Tbilisi"-ში, პროექტის წარდგენა და კურსის შეჯამება;

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, "აჭარა ჯგუფი" ("ჰოლიდეი ინი თბილისი", "რუმსი ყაზბეგი", "რუმსი თბილისი", "ფაბრიკა ჰოსტელი")
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #4. "ქართული ბრენდის სასტუმროს, განვითარების პერსპექტივა"

გაყიდვები მასპინძლობის ინდუსტრიაში

ტრენინგის მიზანი:

ტრეინინგის მიზანია დამსწრეებს მისცეს სასტუმროს, როგორც ორგანიზაციის ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და მისი მართვისათვის საჭირო ინფორმაცია. ტრეინინგზე განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სფეციფიკა და ბაზარზე არსებული ტენდენციები.

ტრეინინგის მიზანია დამსწრეებმა მიიღონ მასპინძლობის სფეროს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა და ასევე, გამოიმუშაონ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები. დამსწრეები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება და წამოჭრილი ამოცანების გადაჭრა სტუმარ-მასპინძლობის დარგში.

მოდულის თემატიკა;

** "ქართული ბრენდის სასტუმროს,განვითარების პერსპექტივა"
** სასტუმროს განვითარების ეტაპები
** სასტუმროს ისტორია მსოფლიოში და საქართველოში
** ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადი მიმონხილვა ქართული ბაზრის მაგალითზე
** სასტუმროს ტიპები
** საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაცია
** ქართული სასტუმროების კონცეფცია
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
** სასტუმროს დეპარტამენტების სამუშაო აღწერილობა
** ადამიანური რესურსები სასტუმრო ბიზნესში
** სასტუმროს გუნდის შექმნა და მოტივაცია
** სტუმარის ტიპები სასტუმროში
** სასტუმროს დაგეგმარება, არქიტექტურა და დიზაინი
** სასტუმროს ეფექტური მართვა
** ქართული ბრენდული სასტუმროს წარმატების გასაღები
** ფრანჩაიზი ქართულ რეალობაში
** ქართული სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე
** ოქროს წესი სასტუმრო ბიზნესში

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში 12 წლიანი უწყვეტი მუშაობის გამოცდილება. ფრე-ოფენინგ მენეჯერი. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ქართული ბრენდის სასტუმროების გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში. იყო სასტუმრო "ლაერტონ თბილისის" გენერალური დირექტორი 2014 წლიდან 2019 მდე და ამავე ბრენდის და კონცეფციის თანაავტორი. 2018 წლიდან დღემდე არის "სასტუმრო გრაფიკა ჯგუფის" ფრეოფენინგ და პროექტ მენეჯერი. ეწევა ტრენერის და პირადი კონსულტანტის საქმიანობას "თიბისი ბანკისა" და "აზიის განვითარების ბანკის" ერთობლივ პროექტში, სასტუმროს ინდუსტრიის სფეროში. აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება "სასტუმროების ოპერაციების" კუთხით დღემდე. არის დამოუკიდებელი კონსულტანტი სასტუმროების ბრენდის - კონცეფციის შექმნისა და წინა მოსამზადებელი სამუშაოს კუთხით.

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #5. გაყიდვების მენეჯმენტი

მოდულის თემატიკა;

** გაყიდვები მასპინძლობის ინდუსტრიაში
** სასტუმროს მარკეტინგი და გაყიდვები მისი არსი
** გაყიდვების დეპარტამენტის სტრუქტურა ქართული და საერთაშორისო სასტუმროს ბრენდის მაგალითზე
** ბრენდინგი
** გაყიდვების ციკლი
** სატელეფონო ეტიკეტი
** ინტერნეტ მარკეტინგი სასტუმრო ბიზნესში
** მომხმარებელთა სეგმენტაცია
** უკმაყოფილო და კმაყოფილი სტუმრები და მათან კომუნიკაცია
** შეთავაზების შექმნა
** კორპორატიული შეთავაზებები
** მოთხოვნების დამუშავება
** ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება
** ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა
** საქმის წარმოება და ურთიერთობა მომხმარებელთან
** ეფექტური კომუნიკაცია მასპინძლობის ბიზნესში
** მოტივაცი გაყიდვებში და მისი ძალა
** წარმატების გასაღები გაყიდვებში

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #6. ღონისძიებათა მენეჯმენტი

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა.

ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, "აჭარა ჯგუფი" ("ჰოლიდეი ინნ თბილისი", "რუმს ყაზბეგი", "რუმს თბილისი", "ფაბრიკა ჰოსტელი")
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #7. სასტუმროს უსაფრთხოება

** უსაფრთხოება როგორც სასტუმროს მომსახურების შემადგენელი ნაწილი. სასტუმროს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და შინაგანაწესი.
** კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა. კრიზისული სიტუაციები
** რისკის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება. დანაკარგების თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია.

ტრენერი: გიორგი წნორიაშვილი უსაფრთხოების დაცვის უფროსი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"
ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)

მოდული #8. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

მოდულის თემატიკა:

** მენიუს შერჩევა ბაზრის მოთხოვნებისა და რესტორნის თემატიკის გათვალისწინებით;
** საკვებისა და სასმელების ღირებულების განსაზღვრა;
** სტანდარტული რეცეპტები;
** ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება;
** ფასების დაწესების სტრატეგიები;
** პროდუქტის შესყიდვის, მიღების, შენახვის და მომზადების პროცედურები;
** შრომის ღირებულების განსაზღვრა დარბაზისა და სამზარეულოს პერსონალისთვის;
** ყოველი თვის ბოლოს პროდუქტის ნაშთების აღწერის პროცედურა.

ტრენერი: ბექა ძნელაძე, შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო "სტამბა"
ხანგრძლივობა: 9 საათი (3 შეხვედრა)

განრიგი:

ხანგრძლივობა: 2,5 თვე
დაწყების თარიღი: 29 იანვარი
ტრენინგის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00-22:00 სთ

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

ღირებულება: 1,450 ლარი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე