ტრენინგი - გადასახადები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - გადასახადები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 იან / განახლდა: 21 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს: "გადასახადები".

ტრენინგის მიზანი

მსმენელს შესძინოს სიღრმისეული ცოდნა საგადასახადო სამართლის მარეგულირებელი ნორმების, საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპების, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივი მდგომარეობის, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესისა და პირობების, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.

თემატიკა

** გადასახადის ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია, საგადასახადო კანონმდებლობა;
** საგადასახადო სამართლის სუბიექტები, საგადასახადო ადმინისტრაციები, გადასახადისგადამხდელი, საგადასახადო აგენტი და სხვა ვალდებული პირი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, საშემოსავლო გადასახადი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, მოგების გადასახადი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, არაპირდაპირი გადასახადები;
** ადგილობრივი გადასახადები.

ტრენინგის განრიგი:

** დაწყების თარიღი: 30 იანვარი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ტრენინგის პერიოდულობა: ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00 -22:00 სთ

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

ტრენერი: ლევან თედიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე