შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
გამოქვეყნდა: 6 იან / ბოლო ვადა: 6 თებ
თანდართული ფაილი: 201230-btaedu-reg-form.zip
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის/მენეჯერის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამაზე.

პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სრულად პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს. იგი განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** შეძლებთ შრომის უსაფრთხოების დაცვის დადგენილი სტანდარტებისა და შრომის ინსპექციის მოთხოვნების შესრულებას;
** შეიძენთ სპეციალურ ცოდნას შრომის უსაფრთხოების სფეროში;
** შეიმუშავებთ კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას, განსაზღვრავთ საფრთხეებსა და შეაფასებთ რისკებს.
** გაეცნობით შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
** უზრუნველყოფთ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციას, მოკვლევას და ანგარიშგებას დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
** სწავლების მიმდინარეობისას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. უზრუნველყოფილი იქნებით შესაბამისი სასწავლო მასალითა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობით.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვიდან 2,5 თვემდე - სულ 130 საათი.
კურსის ღირებულებაა: 1000 ლარი.
ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
სწავლების ენა: ქართული.

კურსის გავლა შეუძლია არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირს, 18 წლის ასაკიდან.

კურსს უძღვებიან დარგის აღიარებული სპეციალისტები და საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ექსპერტები, რომლებიც წლებია მუშაობენ შრომის უსაფრთხოების სფეროში და უძღვებიან  წამყვანი კომპანიების შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას.

კურსდამთავრებულებზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის/მენეჯერის აკრედიტირებული  სერტიფიკატი.

პირებს, რომელთაც გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, უფლება აქვთ, სწავლების გარეშე, გამოცდის პირდაპირი წესით ჩაბარების გზით მიიღონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი. გამოცდის ღირებულება - 500 ლარი.

გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში, აკადემია უფასოდ უზრუნველყოფს მათ განმეორებით დაშვებას,.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ დანართი) და გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: btaedu@yahoo.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია", თბილისი, წერონისის 208
ტელ: 593 303211, 574 008080, (+995 32) 2 249557
ვებ-გვერდი: http://bta.edu.ge
ელ ფოსტა: btaedu@yahoo.com
Facebook: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე