კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი + პრაქტიკა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი + პრაქტიკა
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 4 იან / ბოლო ვადა: 23 იან
"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე.
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე).
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია.
სწავლის ღირებულება: 400 ლარი, გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი).
სწავლა დაიწყება 16 იანვარს (19:30-ზე).

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

1) Cisco - Introduction to Cybersecurity
2) Cisco - Cybersecurity Essentials
3) Next-ITsecurity

ზოგადი ინფორმაცია:

** კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
** მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
** პრაქტიკული დავალებები დაფუძნებულია Windows, Linux და Cisco IOS სისტემებზე;
** სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია დასაქმება;
** კურსის მიმდინარეობისას აქცენტი ასევე გაკეთებული იქნება ინციდენტების რეაგირებაზე, უსაფრთხოების პროგრამების მიერ წარმოებულ ლოგების გარჩევაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე;
** განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
** კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციაში;
** კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
** სასწავლო კურსი ეფუძნება Cisco Introduction to Cybersecurity, Cisco - Cybersecurity Essentials, Cisco - Cybersecurity Operations, Cisco - CCNA Security, Comptia Security+, Ethical Hacking სასწავლო მასალებს.

სასწავლო კურსის პროგრამა:

** ინფორმაციული სისტემების საფრთხეები; ძირითადი საფრთხეების აღწერა;
** იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ავტორიზაცია, ანგარიშგება (AAA) Windows, Linux და Cisco IOS სისტემებში;
** უფლებათა დონეების განსაზღვრა, როლები; პრივილეგირებული მომხმარებლები, ჯგუფები
** წვდომის კონტროლის ტიპები; ინფორმაციულ რესურსებზე წვდომების განსაზღვრა და კონტროლი
** ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება: მოწყობილობასთან წვდომის დაცვა, ადმინისტრაციული როლების დანიშვნა, უსაფრთხო მარშრუტიზაცია
** კრიპტოგრაფიული სისტემები: შიფრაცია/დეშიფრაცია; შიფრაციის ალგორითმები
** ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატები
** მონაცემთა მთლიანობა, მთლიანობის კონტროლი; ჰეშირება; ჰეშირების ალგორითმები
** გავრცელებული საზიანო პროგრამების განხილვა და მათთან ბრძოლის მექანიზმების დანერგვა
** ქსელური თავდასხმების განხილვა და ანალიზი (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, SynFlood, Fishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
** ქსელური თავდასხმების პრევენციის სისტემების დანერგვა
** ვებ-თავდასხმების განხილვა OWASP-ის მაგალითზე
** Web Application Firewall-ის დანერგვა, პოლიტიკების კონფიგურაცია, ინციდენტების ანალიზი
** უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო ბრაუზინგი, უსაფრთხოება ელ. ფოსტებში
** ლოკალური ქსელის უსაფრთხოება
** უსაფრთხოება მარშრუტიზატორებში, წვდომის კონტროლის სიები (ACL)
** ფაიერვოლური ტექნოლოგიების იმპლემენტაცია
** უსაფრთხოება მობილურ ოპერაციულ სისტემებში (Android, iOS);
** კონფიდენციალური დოკუმენტების უსაფრთხოება;
** შემოჭრების გამოვლენისა და პრევენციის სისტემები (IDS/IPS)
** პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგი
** ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) დანერგვა
** უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში
** მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა;
** შეღწევადობის ტესტირება, შეღწევადობის ტესტირების ინსტრუმენტების გამოყენება Kali ლინუქსში
** უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი; პროცესების, სერვისების და დატვირთვების ანალიზი
** რისკების ანალიზი, ბიზნეს უწყვეტობა; აქტივების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია, სტანდარტიზაცია
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები
** მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
** სისუსტეების სკანირება, აღმოჩენილი სისუსტეების აღმოფხვრა
** ქსელური ტრაფიკების ანალიზი
** ლოგების მართვის პროგრამები (SIEM), უსაფრთხოების პროგრამების ლოგების (log) ანალიზი და ანგარიშის მომზადება (Report);
** ხელმისაწვდომობა: ხუთი ცხრიანი - 99.999%, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემის შექმნა;
** ოპერაციული სისტემების, სერვერების, ქსელის გამაგრება (Hardening)
** გავრცელებული კიბერდანაშაულების განხილვა, გამოყენებული მეთოდების ანალიზი.

მისამართი: კოსტავას გამზ. 77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე