სამშენებლო სფეროში პროექტის მართვის პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო სფეროში პროექტის მართვის პროგრამა
მომწოდებელი: სამშენებლო პროექტების მართვის აკადემია
გამოქვეყნდა: 2 იან / ბოლო ვადა: 31 იან
პირველად საქართველოში, "სამშენებლო პროექტების მართვის აკადემია" აცხადებს მიღებას სამშენებლო სფეროში პროექტის მართვის მაღალი ხარისხის ცოდნის მიღების პროგრამაზე.  

პროგრამა განკუთვნილია სამშენებლო ბიზნესში მყოფ დამწყებ და მოქმედ პირთათვის; კერძოდ, მორგებულია საქმეთა მწარმოებლებზე, პროექტის მენეჯერებსა და იმ პირებზე, ვისაც სამშენებლო ბაზარზე შესვლა აქვს გადაწყვეტილი და წარმატებული სამშენებლო ბიზნეს პროექტების განხორციელება სურს. ასევე, ორიენტირებულია მოქმედ სამშენებლო კომპანიების მოთხოვნებზე, რომელთაც ესაჭიროებათ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და განვითარება.

სასწავლო კურსის თემები:

1. სამშენებლო პროექტების მართვის საფუძვლები და პრინციპები, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლას  პროექტების მართვის და სამშენებლო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად:

** მენეჯმენტი
** პროექტის ანალიზი
** პროექტის განფასება
** სამშენებლო ტექნიკური მხარის მეთოდები
** გეგმა-გრაფიკები
** მიმდინარე პროექტების ციკლის მართვა
** ადამიანური რესურსების მოძიება და მართვა
** ახალი პროექტების მოძიება ანალიზი
** ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული კუთხით სამშენებლო ბაზრის სიღრმისეული შესწავლა

2. სამშენებლო სარემონტო სამუშაოების მართვის მეთოდები, პრაქტიკული სწავლა სამშენებლო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად:

** მენეჯმენტი
** სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება
** სამშენებლო სამუშაოების ინტერიერის დიზაინის პროექტის შემადგენელი ნაწილები
** სარემონტო სამუშაოების განფასება
** გეგმა გრაფიკების  და ფინანსური გეგმა გრაფიკების შედგენა
** მიმდინარე პროცესების მართვა
** ადამიანური რესურსების მოძიება და მართვა

3. არქიტექტურულ-კონსტრუქციული საკითხების იურიდიულ და სამართლებრივ ჭრილში, პრაქტიკულ ასპექტში გამოყენება:

** რა არის არქიტექტურა და მისი დანიშნულება სამშენებლო პროექტში
** დამკვეთთან ერთად არქიტექტურულ პროექტთან მუშაობა
** რა არის არქიტექტურული პროექტი - გეგმები, ჭრილები, ფასადები,საცხოვრებელი და სამშენებლო ფართები
** მიწის კვლევების პარამეტრები და ანალიზი, რა არის კ1, კ2, კ3
** განაშენიანების გეგმა
** როგორ თანხმდება მერიის სამსახურში არქიტექტურული პროექტი
** რა არის კონსტრუქციული პროექტი
** რა არის გეოლოგია
** რა არის სახანძრო ექსპერტიზა
** რა არის სატრანსპორტო ექსპერტიზა

4. სამშენებლო პროექტის ფინანსური მენეჯმენტი:

** ფინანსების როლი სამშენებლო პროექტების განხორციელებაში
** სამშენებლო პროექტის ფინანსური დაგეგმარება
** მიმდინარე პროექტის ფინანსური ანალიზის განხორციელება
** სამშენებლო პროექტის მსვლელობაში მიმდინარე დაგეგმილი ფინანსების კონტროლი
** საგადასახადო და სახელმწიფო ორგანოებთან ფინანსური საკითხების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად შესწავლა
** ყველა გადასახადის აღრიცხვა და წარმოება

5. AutoCAD/ArchiCAD პროგრამების გამოყენება:

** როგორ უნდა გამოიყენოს პროექტის მენეჯერმა ავტოკადი და არქიკადი
** რა დანიშნულება აქვს ამ პროგრამების ცოდნას პროექტის მიმდინარეობის დროს
** როგორ მოვახდინოთ მიმდინარე სამშენებლო მოცულობების შესწავლა, გადამოწმება, აღრიცხვა ავტოკადისა და არქიკადის მეშვეობით

6. სამშენებლო მოედანზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესწავლა და პროექტზე სამართლებრივად მორგება:

** სამშენებლო მოედნის ტექნიკური პროცესები და შრომის უსაფრთხოება
** უსაფრთხოების ტექნიკური აღჭურვილობა
** ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება
** შრომის უსაფრთხოების დაცვა
** შრომის უსაფრთხოების ტექნიკა და აღჭურვილობა
** შრომის უსაფრთხოების ადამიანურ რესურსებზე მორგება
** შრომის უსაფრთხოება მიმდინარე მშენებლობის დროს - კონტროლი და აღრიცხვა.

7. კომუნიკაციის ფსიქოლოგია სამშენებლო სფეროში:

** სწორი კომუნიკაციის შერჩევა და გამოყენება პროექტების მართვაში
** მოლაპარაკების დროს კომუნიკაციის ფსიქოლოგია
** დამკვეთთან და შემსრულებელ ორგანიზაციებთან სწორი კომუნიკაციის შერჩევა და ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენება
** ადამიანურ რესურსებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ფსიქოლოგიური მოტივაციის ამაღლება
** სტრესულ სიტუაციებში სწორი კომუნიკაციის შერჩევა და ეფექტური შედეგის მიღება.

კურსს წაუძღვებიან სამშენებლო ბიზნეს პროექტების სფეროში წარმატებული პროექტის მენეჯერები, არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ფინანსური მენეჯერი, უსაფრთხოების მენეჯერი, ავტოკადისა და არქიკადის სპეციალისტი და თანამედროვე კომუნიკაციის ფსიქოლოგი - მოქმედი ექვსი  ტრენერი.

ტრენინგების ჩატარება მოხდება კომფორტულ და მშვიდ გარემოში, სადაც მსმენელი მიიღებს არამარტო ცოდნას, არამედ ახალი საქმიანი და კარიერული ურთიერთობების ჩამოყალიბების პერსპექტივას.

ხანგრძლივობა: 3 თვე, შეხვედრები კვირაში ორჯერ, სულ 84 საათი.
კურსის ღირებულება: 2000 ლარი.

როგორც კომპანიების, ისე ინდივიდუალური პირების მსმენელად შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად - მათი უნარებისა და მოტივაციის შეფასების მიხედვით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ჯგუფში დაესწრება არაუმეტეს 15 მსმენელი.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან მოგვწეროთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: cpmacademy1@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე