ურბანული ინიციატივების კონკურსი - ჩემი უბნის იდეა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ურბანული ინიციატივების კონკურსი - ჩემი უბნის იდეა
მომწოდებელი: იარე ფეხით
გამოქვეყნდა: 31 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
გინდა პოზიტიური ცვლილებები შენს ქალაქში?
გაქვს იდეა, რომელსაც შენს უბანში განახორციელებდი?
იცი, როგორ გადაჭრა პრობლემა შენს სამეზობლოში?

თუ ასეა, ორგანიზაცია "იარე ფეხით" გთავაზობს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღო ურბანული ინიციატივების კონკურსში "ჩემი უბნის იდეა".

შემოიტანე განაცხადი და მიიღე ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა ადგილობრივი ინიციატივის განხორციელებისათვის. ინიციატივა შესაძლოა შეეხებოდეს გამწვანებას, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი სივრცეების, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან ნებისმიერი სხვა საერთო სარგებლობის ადგილის კეთილმოწყობას თბილისში.

მონაწილეობისათვის აუცილებელია ცხოვრობდე თბილისში და იყო 16 წელზე მეტის (16 წლამდე განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ მშობლების თანხმობა).

როგორ წარმოადგინო განაცხადი?

მოკლედ, გაგვაცანი შენი იდეა და გამოაგზავნე შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტის მისამართზე:iarepekhit@gmail.com;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი.

ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული ინიციატივის ავტორი გამოვლინდება 2019 წლის 25 იანვარს.
თითოეული ინიციატივისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ბიუჯეტია - 1400 ლარი.
ორგანიზაცია მხარდაჭერას გაუწევს გამარჯვებულებს ინიციატივების განხორციელების პროცესში.

თუ გაქვს კითხვები კონკურსთან დაკავშირებით, მოგვწერე: iarepekhit@gmail.com

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაესწარი ჩვენს ღია შეხვედრას იანვარში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე