ტენდერი სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად - სამეგრელო
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად - სამეგრელო
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 18 ნოე
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია "ბარამბო" აცხადებს ტენდერს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს.

სარეალიზაციო პროდუქტი: ნაყინი
სადისტრიბუციო ზონები: სამეგრელოს რეგიონი

ტენდერში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სასაწყობე ფართის ფლობა;
** მაცივარი სადისტრიბუციო მანქანების ავტოპარკის ფლობა (მინიმუმ 4 მანქანა)

დისტრიბუტორობის მაძიებელმა პირმა/კომპანიამ უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი დისტრიბუციის მომსახურები გაწევის თაობაზე ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება:

** სასურველი სადისტრიბუციო ზონა
** საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა, კერძოდ საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, პერსონალი ა.შ.
** საცალო რეალიზაციის წერტილებთან მუშაობის სტანდარტის აღწერილობა;
** სასაწყობე ფართის/ების ტექნიკური აღწერილობა;
** ავტოპარკის აღწერილობა (ტექნიკური მონაცემები, ტიპი, რაოდენობა);
** იმ კომპანიათა და პროდუქტთა ჩამონათვალი, ვისაც ანალოგიურ მომსახურებას უწევს მოცემულ მომენტში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ყველა იმ ინფორმაციის ირგვლივ, რომელსაც შეიტანთ სატენდერო წინადადებაში.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელ.ფოსტაზე: jano.kutsia@barambo.ge და bidzina.svanadze@barambo.com.ge 2019 წლის 18 იანვრამდე.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე