სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 28 იან
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ უპრეცენდენტო პროექტს - სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესების სესია - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი!

"სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები - 2019!"

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პრაქტიკოს იურისტებს, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, აგრეთვე , სისხლის სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერ პიროვნებას

დელეგატებს ჩაუტარდებათ ტრენინგები საპროცესო ხელოვნებაზე

ტრენინგებს გაუძღვებიან პრაქტიკოსი იურისტები

ტრენინგების თემები:

** შესავალი სიტყვა
** ეფექტური დაკითხვა, მოწმის დაკითხვის ფსიქოლოგია
** პროტესტი
** დასკვნითი სიტყვა, რეპლიკა
** შუამდგომლობა, განცხადება და სხვა საპროცესო უფლებები.

მონაწილეები ხელმძღვანელების დახმარებით დაამუშავებენ რეალურ საქმეს რაზეც შემდგომში გაიმართება იმიტირებული პროცესი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საქალაქო სასამართლოებში.

პროექტის ვადები: 2019 წლის 7 თებერვალი -17 თებერვალი 
მონაწილეობის საფასური: 50 ლარი

მონაწილეობის საფასურში შედის:

** წინა მოსამზადებელი ტრენინგები საპროცესო ხელოვნებაში 
** სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა
** ტრენინგების განმავლობაში coffee break- ის ხარჯებს;
** საკანცელარიო და პროექტისთვის საჭირო ყველა ნივთის ხარჯებს;

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი 

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/H1LLnv

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან დარეკეთ ნომერზე:  +995 (32) 2 23 82 34 
593 73 71 95;  571 13 34 00
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე