კონკურსი ჟურნალისტებისა და მედია სტუდენტებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი ჟურნალისტებისა და მედია სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: UN FAO
გამოქვეყნდა: 21 დეკ / ბოლო ვადა: 1 მარ
"გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის" (FAO) საქართველოს წარმომადგენლობა, ცხოველთა იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის პროექტის (NAITS) ფარგლებში და საქართველოს მერძევეობის ასოციაცია აცხადებენ კონკურსს პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მედიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მეცხოველეობის დარგის გაშუქებას მედიაში და გაზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სოფლის მეურნეობის სექტორის მესაქონლეობის მიმართულებასთან დაკავშირებულთემაზე მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური მასალა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ ჟურნალისტებსა და სტუდენტებს, რომელებსაც 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი მარტის ჩათვლით ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში გამოაქვეყნებენ ქვემოთ აღწერილ თემებზე მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტს, რადიო რეპორტაჟს ან ბეჭდურ მასალას.

ბეჭდური მასალის შემთხვევაში სტატიის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 500 სიტყვა. ვიდეო და აუდიო მასალებისშემთხვევაში კი მასალის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-3 წუთი.

თითოეული ტიპის ნაშრომის (აუდიო, ვიდეო, ბეჭდური) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მასალას, რომელსაც თანდართული ექნება გრაფიკული მასალა, ფოტოები, ინფოგრაფიკა და ნებისმიერი ტიპის მულტიმედია.

საკონკურსო თემები:

** მესაქონლეობის ბიზნესი და თანამედროვე ფერმები, ცხოველთა მაღალპროდუქტიული ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, საკვების წარმოება, ფერმერთა განათლება, რძის პროდუქტების ხარისხი და უვნებლობა, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა და მიწოდება.
** ცხოველთა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემა - სირთულეები, გამოწვევები.
** ცხოველთა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი) ჯანმრთელობა - ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები, დაავადებების პრევენცია, ფერმერთა განათლება, სირთულეები და შედეგები.
** სურსათის უვნებლობა (ხორცისა და რძის პროდუქტები), მიკვლევადობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სასურსათო კონტროლი "ფერმიდან - სუფრამდე".

ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს პროფესიონალ ჟურნალისტებში და ორ გამარჯვებულს - სტუდენტებში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით რძის სექტორის კონგრესზე 2019 წლის მარტში (პირველი პრიზი - ლეპტოპი, მეორე პრიზი - პლანშეტი).

გთხოვთ მასალები მოგვაწოდოთ ბმულის სახით ან PDF ფორმატში (დაბეჭდილი სტატიის შემთხვევაში) არაუგვიანეს 1 მარტისა შემდეგ მისამართზე: office@georgiandairy.org. წერილის subject-ში მითითებული უნდა იყოს - "კონკურსი ჟურნალისტებისთვის" და მონაწილეობის კატეგორია - ჟურნალისტი ან სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ნინო თოფურიძე - FAO-NAITS კომუნიკაციის ოფიცერი; nino.topuridze@fao.org; 599 468 999
სოფიო ალთუნაშვილი - FAO-ს კომუნიკაციის ოფიცერი; sophio.altunashvili@fao.org; 577109950
ზურა მოდებაძე, მერძევეობის ასოციაციის კომუნიკაციის სპეციალისტი; zuramodebadze@gmail.com; 593 001 115
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე