გაყიდვების მენეჯერი, კურიერ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, კურიერ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ნოვა ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 10 იან
შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისა და კურიერ-ექსპედიტორის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისათვის.

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული წინადადებების პროექტების შემუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება
** კლიენტთა ბაზის შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოება
** მიმაგრებული კლიენტთა ბაზის განვითარება და გაზრდა
** კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია
** გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
** მონაცემთა ბაზების დამუშავება
** გაყიდვების დადგენილი გეგმების შესრულება
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრეზენტაციის, დარწმუნებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

2. კურიერ-ექსპედიტორი

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო/უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა (დოკუმენტაციის გაფორმება).
** გაწეული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr-ge@np-int.com არაუგვიანეს 2019 წლის 10 იანვრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე