მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 4 ღამე - 24:00 - 09:00
სამუშაო ადგილი: საწყობი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-6 კილომეტრზე, საქალაქო სასამართლოს უკან.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
** სავალდებულო მოთხოვნები
** გამოცდილება მსგავს სფეროში;
** სავალდებულოა C კატეგორიის მართვის მოწმობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- მძღოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე