საავტორო კურსი - საზოგადოებასთან ურთიერთობა 101
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საავტორო კურსი - საზოგადოებასთან ურთიერთობა 101
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ პროფესორ მარიამ გერსამიას საავტორო კურსს "საზოგადოებასთან ურთიერთობა 101".

კურსი განკუთვნილია:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის დამწყები სპეციალისტებისთვის;
** არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის კუთხით;
** სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიის და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის;

კურსის მიზანია:

კურსდამთავრებულმა შეიძინოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, კერძოდ:

** გაეცნოს კომუნიკაციის წარმატებულ სტრატეგიებს;
** შეძლოს მედიასთან ურთიერთობის დაგეგმვა, პრესრელიზის და პრესკიტის მომზადება;
** კრიზისულ სიტუაციაში მოამზადოს საპასუხო გეგმა;
** დაგეგმოს წარმატებული კომუნიკაცია და შეძლოს მესიჯის კონსტრუირება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის;
** შეძლოს ბრიფინგის და ღონისძიების ორგანიზება;
** შეძლოს საჯარო გამოსვლის კრიტიკული ანალიზი
** მოამზადოს სტრატეგიული კომუნიკაციების დოკუმენტი და სხვ.

საკონტაქტო საათების მოცულობა: 30 საათი
კურსის ღირებულება: 280 ლარი; თსუ სტუდენტებისთვის: 230 ლარი

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/wc_2e5pqjo8vnet_/

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1465 ან1466).

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე