ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ტრენერ ლალი ჭელიძის საავტორო კურსს ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის.

კურსი განკუთვნილია: ტრენერობის მსურველი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ახალბედა ტრენერებისთვის, პედაგოგებისთვის ლექტორებისთვის. მათთვის, ვისაც აქვს ცოდნა და კომპეტენცია თავის სფეროში და შეუძლია ასწავლოს სხვას.

კურსის მიზანია: დაგეხმაროთ ტრენერობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

** შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია და გამოიკვლიოს მისი საჭიროებები და მოთხოვნილებები
** მოამზადოს პროგრამა და გაწეროს დროში
** შექმნას ტრენინგ- მოდული, დაგეგმოს სესიები
** გაუმკლავდეს პირველ დღესთან დაკავშირებულ სირთულეებს
** მოახდინოს თვითშეფასება
** მართოს გუნდი და მართოს დრო
** ჩაატაროს ტრენინგი დამოუკიდებლად

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

** ტრენინგი და მისი სპეციფიკა
** პირველი დღის სპეციფიკა და სირთულე
** როგორ ავაგოთ პირველი დღის გეგმა
** პრეზენტაცია
** ნიშის მოძებნა
** სამიზნე აუდიტორია და მისი კვლევა
** როგორ შევქმნათ პროგრამა
** როგორ გავწეროთ დრო
** ტრენინგ მოდულის და კურსის სტრუქტურის შემუშავება, დროში გაწერა
** როგორ შევფუთოთ და გავყიდოთ ტრენინგი
** გუნდის მართვა და დინამიკა
** ფასილიტაცია
** რა თვისებებს უნდა ფლობდეს ტრენერი; ტრენერი როგორც ფასილიტატორი
** ტრენინგი, მისი ტიპები, გამოყენებული აქტივობები და მეთოდები
** მსმენელთა ტიპები
** ტრენერი როგორც ლიდერი, როგორია ის.

კურსის მოცულობა: 15 საათი
კურსის ღირებულება: 120 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ- ს სერტიფიკატი და მსურველები ჩაატარებენ საპილოტე ტრენინგს.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/gm9qtpcsxauyy5gjd//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 14-64).
577420528 ლალი ჭელიძე.

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე