მარიამ გერსამიას საავტორო კურსი - მედიაფსიქოლოგია 101
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარიამ გერსამიას საავტორო კურსი - მედიაფსიქოლოგია 101
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ პროფესორ მარიამ გერსამიას საავტორო კურსს "მედიაფსიქოლოგია 101".

კურსი განკუთვნილია:

** მედია-სექტორში დასაქმებული პირებისთვის (ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის, რედაქტორებისთვის, ანალიტიკოსებისთვის);
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის;
** არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის (მედია ანალიტიკოსებისთვის)
** სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიის და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის;
** მედიის ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესწავლით საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის
** კურსის მიზანია მედია ფსიქოლოგიის დარგში კურსდამთავრებულების საბაზისო ცოდნით (101) და იმ პრაქტიკული უნარებით აღჭურვა, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ როგორც მედიაში საქმიანობისთვის, ასევე, მედიასთან ურთიერთობის უკეთ დასაგეგმად. მედია ფსიქოლოგიის საბაზისო ცოდნა და უნარები მათ დახმარებას გაუწევს მედიის ფსიქოლოგიური ზემოქმედების კრიტიკულ ანალიზში, დაეხმარება, გახდნენ უფრო დაცულები ტექნოლოგიების სხვადასხვა ნეგატიური ზემოქმედებისგან და აამაღლებს მათი მედია წიგნიერების დონეს.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

** რა არის მედია ფსიქოლოგია,
** როგორ ზეგავლენას ახდენს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ქცევაზე,
** როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ მედიის ნეგატიური და პოზიტიური ეფექტები,
** რა არის მედია ეკოლოგია, როგორ გავაშუქოთ ნეგატიური (კრიმინალის, ძალადობის შემცველი, ბუნებრივი კატაკლიზმების და სხვ.) ახალი ამბები და დამატებით რა შევთავაზოთ მაყურებელს, რომ დავიცვათ ისინი შესაძლო ფსიქოლოგიური ზიანისგან,
** როგორ შევცვალოთ ადამიანთა ნეგატიური ემოციები და გავაჩინოთ მეტი ემპათია და თანაგრძნობა,
** როგორ ხდება პერსონაჟის შექმნა და ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის და ხასიათის ჩვენება ახალ ამბებში,
** როგორ მოვყვეთ ამბავი ისე, რომ დავტოვოთ პოზიტიური კვალი ადამიანის განწყობაში, როგორ ხდება პოზიტიური ფსიქოლოგიის ფენომენის დამკვიდრება და გაძლიერება მედიაში,
** როგორ იქმნება მედიის ზემოქმედების ალგორითმი,
** რატომ გვიზიდავს თამაშები, სერიალები და მათი გმირები,
** როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედია პროდუქტის (საბავშვო გადაცემების, ვიდეო-თამაშების, ძალადობის შემცველი ანიმაციების) ზეგავლენა ბავშვებზე,
** რა ფსიქოლოგიური მანიპულაციები ჩანს საარჩევნო კრიზისების გაშუქებისას,
** რა როლი აქვს ფსიქოლოგიის თემების გაშუქებას მედიაში.

მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ დემონსტრაციულ სესიებში, სადაც გამოყენებული იქნება სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ტექნიკა.
კურსის მოცულობა: 40 საათი
კურსის ღირებულება: 370 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ- ის სერტიფიკატი და მსურველები დაიშვებიან მედია ფსიქოლოგიის შემდგომ დონეზე.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/3tiqzgsyja17iq99//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1465 ან1466).

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე