ზოგადი გერმანული ენის კურსები/A1, A2, B1 და B2
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზოგადი გერმანული ენის კურსები/A1, A2, B1 და B2
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში სრულდება რეგისტრაცია პრაქტიკული გერმანული ენის A1, A2, B1 და B2 დონის სასერთიფიკატო კურსებზე.

კურსები განკუთვნილია: გერმანული ენითა და კულტურით დაინტერესებული პირთათვის.

კურსების მიზანია:

წარმოდგენილი კურსის მიზანია, მსმენელმა გაიღრმავოს და დახვეწოს გერმანული ენის დონე პრაგმატული და კოგნიტური ცოდნის საფუძველზე საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მოთხოვნების გათვალისწინებით.

კურსის მიზანია სხვადასხვა კომპლექსურ თემებზე შექმნილი მოცულობითი ტექსტების გაგება ექსპლიციტური და იმპლიციტური მარკერების ამოცნობით. კურსი მიზნად ისახავს შესძინოს კურსის მონაწილეს ენის ეფექტურად გამოყენების უნარი როგორც სოციალური, ისე აკადემიურ და პროფესიული ფორმატის ფარგლებში.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

კურსის მონაწილე ფლობს დისკუსიებში მონაწილეობის უნარს როგორც ოფიციალური სიტუაციების, აქტუალური მოვლენების ასევე დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში; მსმენელს აქვს უნარი კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შექმნილი კომპლექსური ტექსტების ზედმიწევნით და დეტალურად გაგებისა და ინტერპრეტაციის; ასევე, მსმენელი შეძლებს დარგობრივი დისკუსიების თავისუფლად წარმართვას დარგობრივი საკომუნიკაციო სტრატეგიების გათვალისწინებით;

მოსმენა: კურსის მონაწილეს შეუძლია ოფიციალური და დარგობრივი თემატიკიდან რთული ავთენტური ტექსტების გაგება როგორც გლობალურ დონეზე, ასევე დეტალური ინფორმაციის აღქმა, რეფლექსია და გადმოცემა (მაგ: რადიო და ტელე- სიუჟეტები, საინფორმაციო ამბები, საქმიანი შეხვედრები, ინოვაციური კვლევები).

ლაპარაკი: კურსი უზრუნველყოფს ენის დახვეწას ისეთ დონეზე, რომ ენის შემსწავლელმა მაღალ აკადემიურ დონეზე შეძლოს სრული მზაობა შეძენილი ცოდნის და უნარ-ჩვევების თავისუფლად გამოყენებისა ბუნებრივ გარემოში. კურსის მონაწილეს შეუძლია ენის მატარებელთან დარგობრივი, სპონტანური ინტერაქცია ენის შეუფერხებელი ფლობის მაღალი ხარისხით. მსმენელს შეუძლია ნათლად და დეტალურად ილაპარაკოს მთელ რიგ საკითხებზე დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვით. ასევე კომპლექსური დისკურსიული საშუალებებით კომუნიკაციის წარმართვა მრავალი თემატიკის ფარგლებში ენის ფლობის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.

კითხვა: კურსის მონაწილეს შეუძლია სხვადსხვა სახის დარგობრივი და შემეცნებითი კომპლექსური ტექსტების წაკითხვა, გაგება და ინტერპრეტაცია; მსმენელს შეუძლია მოიძიოს და გაიგოს რელევანტური ინფორმაცია დარგობრივ კორესპონდენციაში; შეუძლია წაიკითხოს მისი ინტერესების სფეროსთან დაკავშირებული ფაქტობრივი ტექსტები და გაანალიზოს ისინი გლობალურ და დეტალურ დონეზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში მსმენელი თავისუფლად შეძლებს მოპოვებული ინფორმაციის სელექციას და რეპროდუქციას სპეციფიკური დავალების შესასრულებლად .

წერა: კურსის მონაწილეს შეუძლია ოფიციალური წერილობითი ტექსტის აგება სათანადო ლექსიკურ, გრამატიკულ და სტილისტურ დონეზე. ენის შემსწავლელი მაღალ აკადემიურ დონეზე შეძლებს ტექსტის ჩამოყალიბებას ინტერკულტურული ცოდნისა და ემოციური ფონის გათვალისწინებით.

ზოგადი კომპეტენციები:

კურსის მონაწილეს შეუძლია:

** ავთენტური და დარგობრივი ტექსტის სახეობებიდან ინფორმაციის სელექცია;
** ასევე მასალის დეტალურად აღქმა /ინტერპრეტაცია;
** საკომუნიკაციო სტრატეგიების მაღალ აკადემიურ დონეზე გამოყენება;
** ენობრივი თავისებურებების გათვალისწინება დიალოგური თუ მონოლოგური, ასევე წერილობითი თუ ზეპირი ტექსტის აგებისას;
** გერმანიისა და ავსტრიის კულტუროლოგიური დეტალების გათვალისწინება სხვადასხვა სოციალურ სფეროსა და სამეტყველო დონეზე;
** ქვეყანათმცოდნეობითი ასპექტების ცოდნა და პატივისცემა;

დასკვნის უნარი:

** ანალიზისა და სინთეზის უნარი
** რთულ დისკუსიაში თავისუფლად და მაღალ აკადემიურ დონეზე მონაწილეობის უნარი
** წერითი ნაშრომის დაწერის უნარი
** ავთენტური აუდიო-ვიზუალური მასალის აღქმა-გაგება

ყოველი საფეხურის ხანგრძლივობა: 60 საათი (3 თვე)
ერთი საფეხურის ღირებულება: 360 ლარი (თვეში 120 ლარი)
თსუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის: 240 ლარი (თვეში 80 ლარი)

კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსდამთავრებულებს ეძლევათ საშუალება გაიარონ პრაქტიკა გერმანიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში:

ტელ.: 2 25 04 84 შიდა 1461
მობ. 577 40 42 70
E-mail: tsulll@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე