ზოგადი ინგლისური ენის კურსები/A1, A2, B1 და B2
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზოგადი ინგლისური ენის კურსები/A1, A2, B1 და B2
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ზოგადი ინგლისური ენის A1, A2, B1 და B2 დონის სასერთიფიკატო კურსებს.

კურსები განკუთვნილია: ინგლისური ენითა და კულტურით დაინტერესებული პირთათვის

კურსების მიზანია:

კურსის მთავარი მიზანია, ჩამოუყალიბოს მსმენელებს ინგლისურ ენაზე შესაბამისი დონის სამეტყველო უნარ - ჩვევები (ზეპირ მეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა), რომლითაც ისინი დაეუფლებიან აღნიშნული დონისათვის აუცილებელ ლექსიკურ მარაგს და შეძლებენ ყოფით დონეზე მეტყველებას. გამოუმუშაოს მათ უცხო ენაზე ავტონომიური სწავლის ჩვევები, გააცნოს შესასწავლი ენის კულტურა, მოამზადოს ისინი რეალური ყოფითი სიტუაციებისათვის, რათა სტუდენტებმა შეძლონ საშუალო დონეზე კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან.

ზოგადი ინგლისური ენის B2 დონის სასერთიფიკატო კურსი ამზადებს მსმენელებს კემბრიჯის საერთაშორისო სასერთიფიკატო (FCE) - გამოცდისთვის.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

ინგლისური ენა პრაქტიკული კურსი აგებულია ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების და გამოყენებაზე. ამ კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

** სხვადასხვა აუდიო-ინფორმაციის გაგებას, მისი შინაარსის გადმოცემას, კომენტირებას.
** დარგობრივი ტექსტების გაგებას, თარგმნას, რეზიუმირებას.
** ფილმების შესახებ მსჯელობას, საკუთარი აზრის გამოთქმას, კამათში მონაწილეობას, საკუთარი აზრის არგუმენტირებას.
** სხვადასხვა სახის ტექსტების კითხვას გაცნობითი, შესწავლით და ძიებითი გამოყენებით.
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციის, საქმიანი წერილების, ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის, მოხსენების, ესსეს დაწერას.
** საუბრის დროს სტუდენტი დაიცავს ინგლისური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას და ექნება რელევანტური გამოთქმა.
** მსმენელი თავს გაართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას ინგლისურენოვან გარემოში.
** მონაწილეობას მიიღებს ინტერაქციაში, ისაუბრებს აქტუალურ თემებზე, გამოთქვამს თავის აზრს და დაასაბუთებს მას.

თითოეული დონის კურსის მოცულობა: 64 საათი (4 თვე)
კურსის ღირებულება: 480 ლარი
თსუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის: 320 ლარი (თვეში 80 ლარი)

კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/3tiqzgsyja17iq99//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1461 მობ.577 40 42 70).

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე