ტრენინგ-მოდული - კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ-მოდული - კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ტრენინგ-მოდულს "კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება".

ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ირინე დარჩია, უმაღლესი განათლების ექსპერტი.

კურსი განკუთვნილია:

** უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის;
** უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებისათვის;
** სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის მიზანია:

** დაეხმაროს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს სწავლების პროცესის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში;
** მსმენელებს გააცნოს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ძირითადი პროცესები, საუნივერსიტეტო კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავების ძირითადი პრინციპები;
** შეასწავლოს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 15 საათი
ღირებულება: 200 ლარი
კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/yiph-xdu-50zxul2r//
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე