სასერტიფიკატო კურსი - კულინარიული ტურიზმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - კულინარიული ტურიზმი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო ექსპერტ, დოქტორ დალილა ცატავას სასერტიფიკატო კურსს "კულინარიული ტურიზმი".

კურსი განკუთვნილია:

ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელსაც აქვს აღნიშნული მიმართულებით ცოდნის მიღების სურვილი, როგორც მომხმარებელს (ტურისტს) და როგორც მწარმოებელს (ტურიზმის, კულინარიული ტურიზმის ბიზნესი) ასევე, გიდებს, კვებითი მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს და ა.შ.

კურსის მიზანია:

** გააცნოს გლობალიზაცის და გლობალიზაციის გავლენა კულინარიული ტურიზმის განვითარებაზე;
** შეასწავლოს ტრაპეზის არსი და ტრაპეზის კულტურა, მისი მნიშვნელობა სხვადასხვა რელიგიური რწმენისა და კულტურის ადამიანებისათვის; კვების კულტურის საკითხები ბიბლიის მიხედვით;
შეასწავლოს კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის ინსტრუმენტები, მისი სეგმენტაცია და სახეები; კულინარიული ტურიზმის ტიპოლოგია;
** გააცნოს ყველის და ღვინის ფენომენი ტურიზმში, ქართული ყველის და ღვინის ფენომენი და მათი საერთაშორისო პოტენციალი;
** გააცნოს ქართული გასტრონომიული კულტურის განვითარების გზები, ქართული გასტრონომიული კულტურა, როგორც შეუსწავლელი სფერო; ქართული სამზარეულოს მთავარი ნიშანი, ქართული სუფრის ფენომენი. რიტუალური კერძები ქართულ სამზარეულოში.

კურსდამთავრებულები შეიძენენ:

ცოდნას კულინარიული ტურიზმის სფეროში, გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები და მოახდინონ მათი დემონსტრირება; შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი პრაქტიკული უნარები გასტრონომიული ტურიზმის როგორც გლობალური პროდუქტის ბიზნესში; შეძლებენ კულინარიული ტურიზმის პროდუქტზე მოთხოვნის შეფასებას; შეძლებენ კულინარიული ტურიზმის საკითხებზე კომუნიკაციას კოლეგებთან და ზოგადად საზოგადოებასთან, შეიძენენ ქართული ტრადიციული კვების კულტურის და ქართული სუფრის ფენომენის ღირებულებების შესახებ ცოდნას.

კურსის მოცულობა: 18 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი
სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ- ის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/oemy1ae3mkgba-0zt//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე