ტრენინგ კურსი - შრომის სამართლი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ კურსი - შრომის სამართლი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ თორნიკე კაპანაძის (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი) ტრენინგ კურსს "შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალური საკითხებზე".

კურსი განკუთვნილია:

** კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირებისათვის;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დამწყები და მოქმედი მენეჯერები / სპეციალისტებისათვის;
** ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის მიზანია:

** აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ნორმების შესახებ.
** ტრენინგი მიზნად ისახავს ორგანული კანონის "შრომის კოდექსის" განხილვას და მასში უკანასკნელ პერიოდში შეტანილ ცვლილებებზე მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდებას. წარმოდგენილი ანალიზი და პრობლემების ერთობლივი განხილვის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ტრეინინგი, საფუძველია იმ ვარაუდის, რომ დასასრულს მსმენელი შეძლებს შრომის სამართლის სფეროში მოქმედი კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტების სისტემურ აღქმას, წარმოდგენა შეექმნება ან გაიღრმავებს ცოდნას ნორმათა შინაარსისა თუ მიზნების თაობაზე, შეიძენს მოთხოვნათა ფორმირების სამართლებრივი საფუძვლების შერჩევისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
** ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაზე, რომელიც გავლენას ახდენს შრომის სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

** როგორ დაიცვან დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები;
** ექნებათ გაცნობიერებული ცოდნა შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ნორმების შესახებ, რაც გულისხმობს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებას და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;
** შეეძლებათ ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სახით.

სწავლის პროცესი ძირითადად წარიმართება ლექციისა და დისკუსიის ფორმით. მსმენელებს ასევე მიეწოდებათ კითხვარები და დამატებითი მასალა პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის.

კურსის მოცულობა: 6 საათი
კურსის ღირებულება: 70 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/g-0iz15haqk4wlg//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე