ტრენინგ კურსი - სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ კურსი - სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ თამარ ჩაჩიბაიას (ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი) ტრენინგ კურსს - "სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა".

კურსი განკუთვნილია: თსუ სპორტული გუნდების წევრებისა და მწვრთნელებისათვის, ასევე, ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელიც მუშაობს კონსულტანტად სპორტულ გუნდებში ან მოყვარულთა კლუბებში, აგრეთვე, ინდივიდუალურად სპორტულ შეჯიბრებებში და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული ადამიანებისათვის.

კურსის მიზანია დამატებითი ცოდნის მოპოვება სპორტული მედიცინის ნუტრიციოლოგიის და ამასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულირებაში კომპეტენციის შესაძენად, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა გამოიყენოს სპორტულ შეჯიბრებებში ჩართული ათლეტების წვრთნების დროს, ასევე, მოყვარულებისთვის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებელი საშუალებების მართლზომიერი მოხმარებისთვის.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

** კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიღებული ცოდნა მსმენელს დაეხმარება თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საბაზისო პრინციპების გამოყენებისთვის სპორტული წვრთნებისას და ზოგადად სპორტულ მედიცინაში. ასევე საკანონმდებლო რეგულაციის მექანიზმების ათვისებაში.
** პროგრამა უზრუნველყოფს, რათა მსმენელმა გამოავლინოს კომპეტენტურობა სპორტულ ვარჯიშთან დაკავშირებულ ნუტრიციოლოგიისა და ჰიდრატაციის ასპექტების ცოდნაში.
** მსმენელი შეიძენენ უნარ-ჩვევებს იმისთვის რომ დამოუკიდებლად მართოს სპორტული დატვირთვის რეჟიმი, მოახდინოს დაკვირვება და მონიტორინგი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის თავიდან აცილების მიზნით. ამისათვის სწორად წარმართოს კვების რეჟიმი ენერგეტიკული ხარჯვის შესაბამისად, განსაკუთრებით დიაბეტის დროს, მაგალითად, სკოლის სპორტულ ჯგუფში; მართოს ჰიდრატაციის ბალანსი და მისცეს ადეკვატური რეკომენდაციები აუცილებლობის მიხედვით; დისბალანსისა და დარღვევების შემთხვევაში დროულად გამოავლინოს მიზეზი და მიიღოს აუცილებელი ზომები ჯანმრთელობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
** კურსდამთავრებული შეიძენს კომუნიკაციის უნარს მისი ურთიერთობისას როგორც სპორტსმენთან, ასევე მთლიანად სპორტულ გუნდთან მუშაობისას, რომლებიც წარმოიქმნება სპორტული მედიცინის სპეციალისტის მოღვაწეობის დროს მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება გუნდის ყველა წევრზე. განსაზღვრულია ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც შეეხება სამსახურებრივ გულგრილობას, დაუდევრობას, კონფიდენციალურობას, ანტი-დისკრიმინაციულ კანონს და სხვა.

კურსის სწავლების პირველადი ინტერესის სფეროა ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა საკანონმდებლო და ეთიკური საკითხების ანალიზი სპორტული მედიცინის სფეროში, რომლებიც განიხილება დამოუკიდებელ დარგობრივ კონტექსტში, ე.ი სპორტულ პრობლემატიკასთან მჭიდრო კავშირში, რაც აღნიშნულ დისციპლინას განასხვავებს ზოგადი სამედიცინო ეთიკისა და სამართლისაგან.

კურსის მოცულობა: 18 საათი
კურსის ღირებულება: 120 ლარი; თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის: 100 ლარი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/l0bqd7_sb6uomjuhv/

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1)
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე