ტრენინგ კურსი - ზოგადი მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ კურსი - ზოგადი მენეჯმენტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვასილ კიკუტაძის ტრენინგ კურსს - ზოგადი მენეჯმენტი.

კურსი განკუთვნილია:

მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა მენეჯმენტის პრინციპების შესახებ და სურთ არსებული ცოდნის გაღრმავება.

კურსის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს მენეჯერული საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-გამომუშავებაში, გაუღრმავოს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები; ორგანიზაციული კულტურა და განვითარება; დაგეგმვის პროცესების ორგანიზაცია; ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების საკითხები; ლიდერობა და მართვის სტილი; მოტივაციის სტრატეგიები; გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და მოდელები; დროის ეფექტური მართვის კონცეფციები და ტექნიკა; ჯგუფური დინამიკა და საქმიანი კომუნიკაციები.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:

** თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები:
** დაგეგმვის, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები;
** ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების სპეციფიკა;
** დროის ეფექტურად მართვის ტექნიკა;
** მოტივაციის სტრატეგიები და მათი განხორციელების მეთოდოლოგია;
** გუნდური მართვის პრინციპები და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიები;
** საქმიანი კომუნიკაციების წარმართვის სპეციფიკა.

ასევე მსმენელი შეძლებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას:

** არგუმენტირებული მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებას, თანამშრომლებამდე დაყვანასა და ეფექტიან აღსრულებას;
** ცალკეული ორგანიზაციული პროცესების დაგეგმვას, დროის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებზე ორიენტაციით;
** დინამიკურად ცვალებად გარემოში ლიდერის ფუნქციის შესრულებას, მართვის ადექვატური სტილის არჩევასა და მოტივაციის პროცესების ეფექტიან წარმართვას;
** ორგანიზაციაში გუნდური მართვის პრინციპების მხარდაჭერას, მის ინიცირებას და ჯგუფური დინამიკის პროცესების ორგანიზაციის სასარგებლოდ წარმართვას;
** პირადი და სამუშაო დროის ეფექტიან განაწილებას;
** საქმიანი კომუნიკაციის პროცესების დაგეგმვას და რეალიზაციას;

მსმენელი შეძლებს: გაერკვეს ორგანიზაციაში მიმდინარე მენეჯერულ პროცესებში, მოახდინოს მათი მარტივი კრიტიკული ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით სტრუქტურირებულად ჩამოაყალიბოს საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრებები. ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში კონფლიქტური გარემოს დეაქტივაციას, მენეჯერული კულტურის ამაღლებას და იზრუნოს გუნდური მუშაობის პრინციპების პოპულარიზაციაზე.

კურსის მოცულობა: 12 საათი
კურსის ღირებულება: 150 ლარი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/rm_bfdbueafjnyolw/

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე