ბიზნეს ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს ასისტენტი
მომწოდებელი: პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
კომპანია "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების დაგეგმვა, ჩანიშვნა და სამუშაო კალენდრის ორგანიზება.
** დავალების პრიორიტეტების განსაზღვრა, საყურადღებო საკითხების პროფესიულ დონეზე და დროულად შესრულების მიზნით.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** დაგეგმილი საქმიანი მივლინებებისთვის მოგზაურობის და დაბინავების ორგანიზება.
** მეილების გაგზავნა, მომწოდებლების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათთან შეხვედრა ხელმძღვანელის მაგივრად.
** ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.
** განსაზღვრული დავალებების პასუხისმგებლობით შესრულება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
** ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების/გაანალიზების უნარი.
** ხელმძღვანელის მიერ საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენა და ინფორმაციის გადაცემა) უნარი.
** ქართული და ინგლისური ენების სავალდებულო ცოდნა - რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.
** გამოსაცდელი პერიოდი - სამი თვე (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში - 600 ლარი;
** ანაზღაურება 3 თვის შემდეგ - 800 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@tbilisihills.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე