გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 11 საცალო ობიექტს. "ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Canvit, Animology და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის კონცეფციის და ვიზუალური მასალის შექმნა.
** ვებგვერდის გრაფიკული დიზაინის შემუშავება; ვებ ბანერების დიზაინი;
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის პირის მიერ სხვა, დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისი დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop)
** Adobe Animate-ს ცოდნა და ანიმაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დიზაინის თანამედროვე ტრენდების მიმართ ინტერესი და ინფორმირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** ასაკი 30 წლამდე
** საცხოვრებელი ადგილი თბილისი

აუცილებელი პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი ხედვა და კრეატიულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ვიზუალური ელემენტების აღქმის უნარი;
** დროის მართვის და სამუშაოს მოცემულ ვადაში შესრულების უნარი.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** პერიოდი: ორშაბათი-პარასკევი
** დრო: 09:30-18:00
** ოფისი: თბილისი, დიდი დიღომი

ყოველთვიური ანაზღაურება:

გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 800 ლარი
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1000 ლარი

შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა გრძელდება 2 თვე

ვაკანსიის განხილვა:

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით შემდეგ:

** რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე designer@zoomart.ge
** მეილის სათაურში (Subject) მიუთითეთ "გრაფიკული დიზაინერის პოზიცია"
** მეილს თან დაურთეთ CV ფოტოსურათით (სასურველია PDF ფორმატში) და პორტფოლიო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე