მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
კომპანია "ჯითექსი", რომელიც საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, collezione, English Home და Enza Home აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული ღონისძიებების და კომპანიის მნიშვნელოვანი მოვლენების დაგეგმვა და განხორციელება;
** სარეკლამო და პრომო აქციების მომზადება და ადმინისტრირება;
** გაყიდვების გაზრდასთან დაკავშირებით მარკეტინგული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
** მას-მედიასთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** SWOT ანალიზი და ბაზრის კვლევა;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** სარეკლამო მასალის დიზაინის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გაყიდვებისა და მარკეტინგის განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სავალდებულოა ინგლისურის და რუსულის კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** კრეატიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური.

ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე