სავაჭრო აგენტი - სილამაზის სალონების მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო აგენტი - სილამაზის სალონების მიმართულება
მომწოდებელი: Power & Beauty
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
შპს "Power&Beauty" follow us on Facebook: profbeauty.ge), რომელიც გახლავთ პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდების: Moroccanoil, Revlon Professional, CND, Orly, Lakme, Janssen Cosmetics, Selective Professional, Gehwol, Kryolan, American Crew, Olaplex, Divaderme, Curaprox, Swissdent, Denman-ის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს კონკურსს სავაჭრო აგენტის ვაკანსიაზე სილამაზის სალონების მიმართულებით.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ქალაქის სილამაზის სალონებში პროფესიონალური, მაღალი ხარისხის, კოსმეტიკური ბრენდების დისტრიბუცია
** არსებული გაყიდვების არხების (სილამაზის სალონების) მუშაობის კონტროლი
** გაყიდვების ახალი არხების (სილამაზის სალონების) მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ავტომობილის მართვის უნარი ან სურვილი/შესაძლებლობა დაეუფლოს მას.
** პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.

საჭირო თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა
** წარმატებაზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა
** კლიენტებთან მუშაობის უნარი
** კოსმეტიკური პროდუქციით დაინტერესებულობა

აგენტი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ავტომობილით და საწვავით

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Nino.kakulia@gmail.com მიუთითეთ თემა "Sales Agent_Salon".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე