სერვისცენტრის მენეჯერი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისცენტრის მენეჯერი - გარდაბანი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
თანდართული ფაილი: 199169-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე გარდაბანში.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;
** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი
** სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა
** სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე
** MS პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** გამართულად მეტყველების უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა
** ინიციატივა

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 04.01.2019.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე