შიდა კონტროლების მართვის და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა კონტროლების მართვის და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. "ვიონის ჯგუფი" 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე "ბილაინის "ბრენდით ოპერირებს. "ბილაინი" უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/
https://www.beeline.ge/
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

"ვიონი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლების მართვის და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა კონტროლების მართვის პროცესების წარმართვა კომპანიაში;
** შიდა კონტროლების რეგულარული ტესტირება და დოკუმენტირება ჯგუფის მიერ მოწოდებული კრიტერიუმების ფარგლებში; ფინანსური კონტროლების ახალი სტანდარტების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა კომპანიაში;
** კომპანიაში საოპერაციო კონტროლების რეგულარული ანალიზი და კონტროლების მატრიცების რეგულარული განახლება აღრიცხვის სიტემაში.
** რისკების და კონტროლების მართვის რეგულარული ანგარიშების მომზადება და სისტემური აღრიცხვა;
** საოპერაციო რისკებისა და კონტროლების სფეროში ხარვეზების გამოვლენა და სამოქმედო გეგმების შეთანხმება ხელმძღვანელობასთან;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესის მხარდაჭერა კომპანიაში;

თუ შენ:

** ფლობ ბაკალავრის (ან მაგისტრის) ხარისხს ფინანსურ მენეჯმენტში ან ეკონომიკურ მეცნიერებებში;
** გაქვს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის, რისკების და კონტროლების მართვის ან მომიჯნავე - შიდა აუდიტის სფეროში; პრიორიტეტულია მუშაობის გამოცდილება დიდი ოთხეულის აუდიტორულ კომპანიაში (big 4);
** ფლობ ინგლისურ ენას სრულყოფილად, ასევე სასურველია, კარგად იცოდე რუსული ენა;
** ჩაბარებული გაქვს საერთაშორისო სერტიფიკატების (ACCA, CFA , CPA) ერთი ან რამდენიმე ეტაპი;
** სასურველია, იცნობდე COSO, Sarbanes-Oxely and SEC/PCAOB, FCPA რეგულაციებს;
** მაღალ დონეზე ფლობ MS Office პროდუქტებს;
** გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** და გსურს მუშაობა დინამიკურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში;

შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე რეზიუმე 21 დეკემბრის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო "ვიონის" ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე