მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სადისტიბუციო კომპანია - MTG
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
სადისტრიბუციო კომპანია "Modern Trade Group" ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის "ROSHEN" -ის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "Modern Trade Group" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი- ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება

მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა საწყობიდან ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** საგზურის წარმოება დღის მანძილზე გავლილი კილომეტრაჟის და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ასაკი: 25-40

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 3×4 -ზე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mtgeorgia.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე